22:48 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 11:26:51, 1920 ნახვა

ეკონომიკა
პირველად საქართველოში, „აჭარა ჯგუფი“ Design Hotels-ის წევრების წლის ღონისძიებას - „არენას“ უმასპინძლებს

პირველად საქართველოში, 26 სექტემბერს 13:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში "აჭარა ჯგუფი" თიბისი სტატუსის მხარდაჭერით  Design Hotels-ის  წევრების წლის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას -  "არენა"-ს უმასპინძლებს.

აღნიშნულ ღონისძიებას 300-ზე მეტი სასტუმროს მფლობელი და წარმომადგენელი დაესწრება, რომლებიც თავიანთ ქვეყანებში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ტენდენციებს ქმნიან, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით ახალ სტანდარტებს აყალიბებენ და საზოგადოებას ინოვაციურ გასტრონომიას სთავაზობენ.

Design Hotels-ის სასტუმროების მფლობელები, რამოდენიმე დღეს გაატარებენ საქართველოში, გაიცნობენ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის ზრდას და ეკონომიკურ წინსვლას.

ღონისძიების ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ეზოში ქართველი ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველოში წარმოებული პროდუქტი და იხილონ ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია. აღნიშნული ღონისძიება  კარგი პლატფორმაა, როგორც პროდუქციის წარმოჩენის, ასევე საექსპორტო ბაზრის ათვისებისათვის.

Design Hotels, რომელიც 1993 წელს მხოლოდ 10 ლეგენდარული სასტუმროს პორტფოლიოს ფლობდა, დღეს მსოფლიოში ასობით გამორჩეული დიზაინისა და არქიტექტურის მქონე სასტუმროს აერთიანებს. თითოეული მათგანი მსოფლიოს ასობით წერტილში - დედაქალაქებში, მიუვალ მთებსა თუ უჩინარ სანაპიროებზე შემოქმედებითი თვითგამოხატვის უნიკალური ნიმუშია. Design Hotels-ის წევრი სასტუმროები ადგილობრივ კულტურაზე დაფუძნებული იდეის გარდა, თანამედროვე და ინოვატორული ხედვით გამოირჩევა.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics