22:41 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 14:25:33, 1758 ნახვა

ეკონომიკა
EBRD-ის მხარდაჭერით წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით სასწავლო სემინარი მიმდინარეობს

წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით ექსპერტული ცოდნის მიღებისა და გაზიარების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 19 სექტემბრის ჩათვლით იმართება სასწავლო სემინარი, რომელსაც საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.

ამ მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოწვეულია საერთაშორისო კონსულტანტი ალექსანდრა რედჰედი.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის განცხადებით, მიმდინარე სასწავლო სემინარების თემატიკა მოიცავს როიალტის სისტემის ადმინისტრირებისა და პრაქტიკაში დანერგვის თავისებურებებს. მისი თქმით, სემინარის ფარგლებში მოხდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების განხილვა. „ეს დაეხმარება სახელმწიფოს უზრუნველყოს შემოსავლების ეფექტური მართვა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და სექტორის განვითარებას“, - აღნიშნა წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა

მაია ზავრაშვილის ინფორმაციით, წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზის ფარგლებში უკვე შემუშავდა წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი,  რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას არსებული ფისკალური ჩარჩოს განახლება წარმოადგენს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics