22:41 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-17 10:46:09, 1568 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქალაქ ბელგრადში. შეხვედრას სერბეთის მხრიდან მინისტრის მოადგილე ლაზარ რადაკოვიჩი, სერბეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის საკითხების დირექტორი, Serbia Cargo-ს გენერალური დირექტორი, სერბეთის რკინიგზის კომერციულ-სატრანსპორტო ოპერაციების დირექტორი და ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ესწრებოდნენ.

დავით ფერაძემ სერბ კოლეგებს გააცნო ის სატრანზიტო შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა სთავაზობს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისა და მის მეზობელ ქვეყნებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან ერთად. სერბული მხარისათვის ასევე მოხდა აღნიშნული მარშრუტის კომერციული და ლოგისტიკური უპირატესობების გაცნობა და ახალი ტვირთების მოზიდვის მიზნით ხედვების გაზიარება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრაზე გაცვლილი ინფორმაციის საფუძველზე დამატებით ღონისძიებებს დაგეგმავენ თანამშრომლობის კონკრეტული სფეროების გამოკვეთის მიზნით. აღნიშნულისათვის უახლოეს პერიოდში საქართველოს სერბეთის რკინიგზის მენეჯმენტი ეწვევა და მხარეთა შორის თანამშრომლობის კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდება.​

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics