22:34 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-12 12:01:56, 1618 ნახვა

ეკონომიკა
ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე გავიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ „რკო“ საკუთარი პროდუქცია საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა.

ფრანგული კომპანია, ქართული პროდუქციით საერთაშორისო გამოფენაზე „Playtime Paris” დაინტერესდა. აღნიშნული გამოფენა 2019 წლის 26-29 იანვარს, ქ. პარიზში გაიმართა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ორი ქართული კომპანია  „რკო“ და „სპილოუ“იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენაში პირველად მიიღეს მონაწილეობა, სადაც მათ მნიშვნელოვანი კავშირები დაემყარეს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.

ამასთანავე, კომპანიის "რკო" ტანსაცმელი მალე გაიგზავნება ინგლისში და იტალიაში. პროდუქცია განთვასდება ბუტიკური ტიპის მაღაზიებში, კერძოდ  ლონდონში გაიყიდება მაღაზია „golden blossom“-ში, იტალიაში კი, გაიყიდება ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics