22:34 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 15:15:27, 2883 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: საინვესტიციო მაჩვენებლებს ანაკლიის პორტისთვის გათვალისწინებული ინვესტიცია დააკლდა

საინვესტიციო მაჩვენებლებს ანაკლიის პორტის პროექტისთვის გათვალისწინებული ინვესტიცია დააკლდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრი 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკურ მონაცემებს გამოეხმაურა.

„მოლოდინი გვქონდა და კარგი იქნებოდა, რომ წლევანდელ წელს ჩვენ მიგვეღო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიცია, როგორც ეს იყო გათვალისწინებული. 2017 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ველოდებით ამ ინვესტიციას, მაგრამ, სამწუხაროდ, კონსორციუმის მოთხოვნით არაერთხელ მოგვიწია გადავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია წლევანდელ სტატისტიკას ძალიან წაადგებოდა“, - აღნიშნა თურნავამ.

„საქსტატის" ცნობით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 187.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 53.7 პროცენტით ნაკლებია, 2018 წლის მეორე კვარტალის მონაცემთან შედარებით.

 „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიციებს საქართველო, საბოლოო ჯამში, მაინც მიიღებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics