|
2019-09-07 14:56:57, 5416 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ ალავიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ბათუმში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 (მე-10, მე-11, მე-12 კლასი) სკოლის მოსწავლე ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით საწყის ცოდნას დაეუფლება. ბანაკის ორგანიზატორების განცხადებით, ეს მოსწავლეებს დაეხმარებათ STEAM მიმართულებით კარიერის არჩევაში. ბანაკის გახსნის ღონისძიებას დღეს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. თავის გამოსვლაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსგავსი სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზე მომავალი თაობისთვის. მისი თქმით, ბანაკის ჩატარების მიზანია, მოსწავლეებმა მიიღონ საწყისი ცოდნა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში. ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, ასეთ ღონისძიებებს ექნება რეგულარული ხასიათი, რადგან მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკაა განათლების განსაკუთრებული ხელშეწყობა და სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, 7 დღის განმავლობაში მოსწავლეები იმუშავებენ პროგრამირებაზე, მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიქსზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე, გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში და ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს. მისივე თქმით, ბანაკში მონაწილეობა უფასოა, მონაწილეები შეირჩევიან STEAM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე. ბანაკში სრულად უზრუნველყოფილია ტრანსპორტირება, კვება, განთავსება და ბანაკის პროგრამული ნაწილი. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
(NS)
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)