2019-09-04 17:03:07, 1432 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, 2 თეთრით გაუფასურდა
ლარის კურსი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9660 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9683 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2668 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2464 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0204 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,