22:18 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-17 13:59:52, 2144 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: რუსეთის ავიაემბარგოსა და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებული გამოწვევას გავანეიტრალებთ

"Fitch" - მა დაასახელა ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველოს ეკონომიკა და მათგან გამოვყოფდი, რუსეთის ავიაემბარგოს და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებული გამოწვევას, რაც კვლავაც რჩება არასტაბილურობის ფაქტორად. თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ფაქტორი იყოს განეიტრალებული," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

სარეიტინგო კომპანიამ "Fitch" - მა დღეს საქართველოს გაუმჯობესებული სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა. 

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტორის გამო საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,3 პროცენტული პუნქტით შეამცირა, მაგრამ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2019 წელი ჩვენ მაღალი მაჩვენებლით დამასრულოთ", - აღნიშნა თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics