|
2019-08-15 15:26:07, 1780 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის ხელსაყრელი წერტილები შეირჩევა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვერტმფრენებისათვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობას შეისწავლიან. სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ივნისში შეიქმნა და მასში სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებთან და სპეციალისტებთან ერთად, საქაერონავიგაციის წარმომადგენლები შედიან. საფრენი მოედნების მოწყობის შეფასების პროცესის ფარგლებში, სააგენტოს მიერ, შეირჩევა ყველა ის გეოგრაფიული წერტილი, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია აეროდრომის მოწყობა და ტურისტული ფრენების, სანიტარული, სამაშველო და საავიაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, მიზანშეწონილია არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელება. სამუშაო ჯგუფის მიერ, ხდება რელიეფის, არსებული მაღლივი დაბრკოლებების, შეფრენა-გაფრენის ზონებში არსებული შენობა ნაგებობების და გაბატონებული კლიმატური პროცესების (ქარის მიმართულება) შესწავლა. დღეის მდგომარეობით, უკვე შესწავლილია კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები. სპეციალისტების მიერ შეირჩა 57 წერტილი (კახეთი 28; მცხეთა-მთიანეთი 29), მიმდინარე დღეებში კი ჯგუფი ტერიტორიების შესწავლას რაჭაში განაგრძობს. საფრენი მოედნების მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის ხელსაყრელი ყველა წერტილის შესახებ მომზადდება დეტალური დასკვნა და ელექტრონული რუკა, რომელიც საჯაროდ განთავსდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, მომზადებულია ცვლილების პროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსში, რომლის თანახმადაც ჩნდება საფრენი მოედნის განმარტება. აღნიშნული ცვლილებით, საფრენი მოედნები არ გაივლიან სერტიფიცირების კომპლექსურ პროცესს. მოხდება მხოლოდ მათი რეგისტრაცია, ვერტმფრენის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების გათვალისწინებით. ვერტმფრენის საფრენი მოედნის მოწყობა და ექსპლუატაცია, აეროდრომისაგან განსხვავებით არ მოითხოვს დიდ მატერიალურ და ადამიანურ რესურსს. ვერტმფრენი, განსხვავებით თვითმფრინავისგან ხასიათდება, რთულად მისადგომ ადგილებზე საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობით და მოქნილობით. საფრენი მოედნის მოწყობა შესაძლებელია ბუნებრივ-საფარიან ზედაპირზეც, სადაც ასევე არ არის საჭირო სამგზავრო ტერმინალისა და სხვა დამხმარე ნაგებობის აშენება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის დავალებით, საფრენი მოედნების მოწყობის შეფასების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სახელმწიფო რწმუნებულების სამსახურები და შესაბამისი მუნიციპალიტეტები, რომელთაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან, წინასწარ ეგზავნებათ კითხვარი, ძველი საფრენი მოედნების იდენტიფიცირებისა და ახალი მოედნების მოწყობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
(NS)
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)