|
2019-08-14 12:51:03, 1616 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება
ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. თურნავა მიიჩნევს რომ ვინაიდან, ეკონომიკა მდგრადია, ამ თვალსაზრისით დიდი ნეგატიური მოვლენები არ გვემუქრება „ამ დღეებში ვართ ჩვენ იმის მომსწრეები, რომ ლარის კურსი მყარდება. ეს ადასტურებს ჩვენს პროგნოზს და ბიზნესის პროგნოზსაც. ბიზნესმაც გააკეთა ეს შეფასება, რომ ლარის კურის იყო ზედმეტად გაუფასურებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება. ამ დღეებში გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, ექსპორტი ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება, რაც ლარის გამყარების ერთ-ერთი წყაროა. ჩვენ ამ თვალსაზრისით ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. რასაკვირველია, ნეგატიურმა მოლოდინებმა თავისი დაღი დაასვა ლარის კურსს, მათ შორის 20 ივნისის მოვლენების შემდეგაც მოხდა ეს, მაგრამ ვინაიდან, ეკონომიკა მდგრადია, ჩვენ ეკონომიკური რეფორმებით ვამყარებთ ეკონომიკურ განვითარებას, ვთვლით, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე დიდი ნეგატიური მოვლენები არ გვემუქრება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ლარის კურის დასასტაბილურებლად ეროვნული ბანკის ჩარევის აუცილებლობას ვერ ხედავს. „ამ ეტაპზე მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეროვნული ბანკი, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, ნებისმიერ დროს, როცა დაინახავენ აუცილებლობას, რომ ინტერვენცია განახორციელონ, მზად არიან ამისთვის და ეს დადასტურდა კიდეც ამ დღეებში, განახორციელეს ინტერვენცია. მაგრამ მთავარი, რაც ლარს უნდა ამყარებდეს, ეს არის ეკონომიკური განვითარება და არა ინტერვენცია“, - განაცხადა თურნავამ.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)