21:59 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 13:06:08, 2071 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ საუდის არაბეთის ელჩთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში საუდის არაბეთის ელჩს, აბდულა ალმუტაირს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათი განვითარების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ თბილისში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, წაახალისებს ორი ქვეყნის ბიზნესებს მეტი კოოპერაციისკენ, ხელს შეუწყობს ურთიერთობას სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, იქნება ეს, ორმხრივი ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი და სხვ.

აღინიშნა, რომ საუდის არაბეთი დაინტერესებულია საქართველოსთან აგროპროდუქტების ექსპორტის კუთხით ითანამშრომლოს.

ასევე პოზიტიური ტრენდია საუდის არაბეთიდან ტურისტების რაოდენობის კუთხით. 2019 წლის იანვარი - ივნისში საუდის არაბეთიდან საქართველოში 68 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირმა ავიაფრენებმა საქართველოსა და საუდის არაბეთის ქალაქებს შორის, რომელთა სიხშირემ კვირაში 11 რეისს მიაღწია.

 შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ საუდის არაბეთის მხარე მაღალი დონით იქნება წარმოდგენილი 2019 წლის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics