|
2019-07-11 11:30:24, 1110 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და კორეას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე ოქმი გაფორმდა
კორეის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმების ტექსტის შეჯერების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2 დღიანი მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმების პროექტის პარაფირება და შესაბამისი ოქმის გაფორმება, რომლითაც მხარეებმა შესაძლო მოკლე ვადაში შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების და შეთანხმების 2019 წლის ბოლომდე გაფორმების ვალდებულება აიღეს. მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ზემოხსენებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქართულ მხარეს კორეის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. შეთანხმების გაფორმებით, შეიქმნება ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას, ხელს შეუწყობს ფრენის არეალის გაფართოებას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას. შეთანხმება ლიბერალურ პრინციპებს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული რეისების შესრულება 2018 წლიდან ხორციელდება, კერძოდ აღნიშნულ პერიოდში თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია "Korean Air"-ის მიერ განხორციელებული იქნა 2 ტურისტული ჩარტერი, რომლის მიერ 557 ერთეული მგზავრი იქნა გადაყვანილი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია "Korean Air"-ის მიერ განხორციელებული იქნა 4 ტურისტული ჩარტერული რეისი, რომლის მიერ გადაყვანილი იქნა 935 ერთეული მგზავრი. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო წლებში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული ვიზიტორების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული იქნა 7,185 ერთეული ვიზიტორი, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29.8%-ით მეტია (5,536 ერთეული ვიზიტორი). რაც შეეხება სრულ 2018 წელს, აღნიშნულ პერიოდში შემოსულ იქნა 13,278 ერთეული ვიზიტორი, რაც 2017 წელთან შედარებით 112.2%-ით მეტია (6,257 ერთეული ვიზიტორი). ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
(NS)
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)