|
2019-07-08 20:58:01, 1392 ნახვა
ეკონომიკა
„დანკინი“ მენიუს „მასკარპონეს“ ცივ ყავებს ამატებს და ყავის ბაზრის ლიდერის პოზიციებს იმყარებს
ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერის პოზიციებს იმყარებს და ქართულ ბაზარზე იტალიური ნაღების ყველის - მასკარპონეს გემოვნური თვისებებით გამდიდრებულ, ესპრესოზე დამზადებულ, ცივ ყავების ასორტიმენტს ახალ პროდუქტებს ამატებს. ცივი ყავები მარწყვის, ბანანისა და შოკოლადის, მარილიანი კარამელის, ჩიზქეიქის გემოების არჩევანით დანკინში ცხელი ზაფული გრილად იქცევა და ახალი ენერგიით შეგივსებთ დილას, შუადღესა თუ საღამოს. „დანკინის“ ქართულ რესტორნებში დღესდღეობით უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 25 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილი. „ამერიკულმა რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ მიზნად დაისახა მეტი აქცენტი ყავაზე გააკეთოს. როდესაც ადამიანები სახელწოდება „დანკინ დონატს“ ხედავდნენ, ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით დონატების რეალიზაციას ვახდენდით, არადა, რეალობა განსხვავებულია. „დანკინის“ გაყიდვების 50% მოდის ყავაზე და ყავის პროდუქტებზე; 25% სენდვიჩენზე და 25% დონატებზე და ფრანგულ ფუნთუშეულზე. “დანკინის“ ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა, შესაბამისად ყავის მოყვარული მომხმარებელი ადვილად წყვეტს დილას, შუადღეს თუ საღამოს, ცხელ თუ თბილ სეზონზე ყავა სად დააგემოვნოს. ციფრებიც მეტყველებს, რომ ბრენდი უპირველეს ყოვლისა ყავის ქსელია“, აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე. „დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 67 წელია მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. “ვისოლ ჯგუფმა” „დანკინის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და დღესდღეობით „დანკინი“ უკვე რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე საქართველოში „დანკინის“ 24 ბრენდირებული რესტორანია და კომპანია ახალ წლამდე კიდევ 4-ის გახსნას გეგმავს.
(R)
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)