21:22 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 14:18:28, 1546 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე: ანტიდემპინგური კანონი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტისგან

„ანტიდემპინგური კანონმდებლობა კერძო სექტორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაკვეთაა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ დემპინგური იმპორტი ზიანს აყენებს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ  განაცხადა.

მისი თქმით, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტი მთავრობამ უკვე მოიწონა და პარლამენტს გადაეგზავნა. გენადი არველაძის განცხადებით, უწყებაში მოლოდინი აქვთ, რომ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი ანტიდემპინგურ კანონს მიიღებს. „ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტისგან. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ არ გვქონდა ანტიდემპინგური კანონმდებლობა და ვერ ვახდენდით გამოძიებას, დადგენას, თუ რამდენად დემპინგური იყო ფასები, რომლითაც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტი ხორციელდებოდა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

კანონპროექტის მიხედვით, ანტიდემპინგური კანონი 2020 წლის პირველ იანვარს შევა ძალაში  და შემდეგ ოთხ თვეში  ამოქმედდება, რაც, გენადი არველაძის ინფორმაციით, შესაბამის სტრუქტურებს სრულფასოვანი მოძიების საშუალებას მისცემს,  თუ რამდენად იყო დემპინგი. „შედეგად, ჩვენ შევძლებთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები და ის ღონისძიებები გავატაროთ, რომელთაც კანონპროექტი ითვალისწინებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics