|
2019-07-03 12:08:28, 1252 ნახვა
ეკონომიკა
ივნისში, საქართველოში ინფლაციის დონემ -1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა
2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი კლება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში -1.23 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-27.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-5.8 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (1.3 პროცენტი), ასევე რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (0.7 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.1 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება, რაც 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1.9 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (13.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი (4.3 პროცენტი), ასევე შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-11.6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 20.1 პროცენტით, რაც 1.33 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (42.7 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.1 პროცენტი); დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5.0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.29 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.5 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 2.9 პროცენტით, რაც 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი).
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)