|
2019-06-27 11:29:03, 1662 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: მოსახლეობას გაზგამანაწილებელი კომპანიების სერტიფიცირებული სპეციალისტები მოემსახურებიან
საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის დანადგარების მონტაჟის სპეციალისტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გაივლიან მომზადება-გადამზადებას და შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ, - ამის შესახებ განცხადება გაკეთდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრო. როგორც შეხვედრაზე ითქვა, სპეციალისტების მომზადებას და სერტიფიკატების გაცემას სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანოს "ენერგოაუდიტი და დიაგნოსტიკა"-ს პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანო განახორციელებს. „იმისთვის, რომ გაზის მოხმარება იყოს უსაფრთხო, მეტი კვალიფიციური კადრი გვჭირდება და სასიხარულოა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ტრადიციულად ძლიერია ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და სხვადასხვა ენერგეტიკული მიმართულების სკოლა, გაჩნდეს პირველი ასეთი სერტიფიკაციის ორგანო. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელსაც აქტიურად დაუჭირეს მხარი გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა, რადგან, პირველ რიგში, ისინი გრძნობენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ მათი მომხმარებელი იყოს დაცული" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, საფრთხე, რომ ოჯახებში გაზის დანადგარების მონტაჟს არაკვალიფიციური ადამიანები გააკეთებენ, მოიხსნება, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების პრევენციისთვის. სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანოზე "ენერგოაუდიტი და დიაგნოსტიკა" შესაბამისი აკრედიტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის" მიერ გაიცა.
(NS)
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)