21:15 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 15:20:14, 1736 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი: თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ბარტოლის და კომპანიის „Ferrero“ აღმასრულებელ დირექტორს, მარკო გონკალვესს შეხვდა.

„თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება.  მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის „Ferrero“ აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს თხილის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თხილის წარმოებაში კომპანიის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, თხილის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის როლი, რომლის ქმედით სტრუქტურად ჩამოყალიბებაში დიდია კომპანიის „Ferrero“ წვლილი.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და ვფიქრობ, რომ ასოციაცია დაგროვილი გამოცდილებით ეფექტიანად შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას“, - განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის და ბრძოლის სტრატეგიის საკითხიც განიხილეს.

მარკო გონკალვესმა მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს საქართველოში წარმოების განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ კომპანია მომავალშიც გააგრძელებს თხილის სექტორში ინვესტირებას. შეხვედრაზე კომპანიის დირექტორმა ღიად დააფიქსირა, რომ მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს იმ მეთხილე ფერმერებთან, რომლებიც სტანდარტების დაცვით აწარმოებენ პროდუქციას, რაც საშუალებას მოგვცემს  დამატებული ღირებულება ადგილზე შეიქმნას. 

საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ანტონიო ბარტოლმა შეხვედრაზე ორ ქვეყნას შორის გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics