|
2019-06-14 12:43:12, 1800 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - პირველ კვარტალში, ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 918.4 ათასით განისაზღვრა
2019 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 918.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 1.1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 11.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემებს. ამასთან, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 470.8 ათასით განისაზღვრა, რაც 11.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. „2019 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 37.6 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 53.4 პროცენტს შეადგენდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 28.3 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 16.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 12.8 პროცენტი აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. 2019 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (55.1 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 298.8 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 213.6 ათასი ვიზიტი თვეში). ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით. 2019 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 121.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 1.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 11.9 ლარით და 110.5 ლარს უტოლდება“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)