20:54 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 14:47:10, 1394 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: 2019-2020 წლებში სახელმწიფო ქონების დეცენტრალიზაციის პროექტი განხორციელდება

სახელმწიფო ქონების დეცენტრალიზაციის მიზნით  აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, პროექტი 2019-2020 წლებში განხორციელდება, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

 ნათია თურნავას ინფორმაციით, პროექტის მიზანია სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვა რეგიონებში. ამისთვის იგეგმება ძირითადი გაუსხვისებელი ქონების გადაცემის მკაფიო კრიტერიუმების განსაზღვრა და გადაცემის პროცესის დაჩქარება, ასევე დამატებით საპრივატიზებოდ გადასაცემი ქონების გადაცემის მკაფიო კრიტერიუმების განსაზღვრა და გადაცემის პროცესის დაჩქარება.

 ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მონაცვლეობას. კერძოდ: მუნიციპალიტეტებს საშუალება ექნებათ, მათი ქონება გაცვალონ კერძო საკუთრებაში არსებულ ტოლფას ქონებაში, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით საკრებულოს თანხმობით. აღსანიშნავია, რომ პროექტი ბიბლიოთეკების, სპორტული მოედნების, სარიტუალო/საკლუბო დარბაზების და სასაფლაოების არსებული პროფილის შენარჩუნებით გადაცემას ითვალისწინებს.

 ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტი წარმატებით მიმდინარეობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის მიზანი იყო წლების განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების აღრიცხვა და რეგისტრაცია, მათი შემდგომში კერძო სექტორში გადასატანად და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩასართავად.

 დღეის მდგომარეობით ჯამში აღმოჩენილია 522 796 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება.  შედეგად, სახელმწიფო მიიღებს დამატებით აქტივებს, რაც მნიშნველოვანი იქნება  სასოფლო-სამურნეო სექტორის განვითარებისთვის.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics