20:54 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 18:57:37, 2087 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: ჩვენი მიზანია, შევქმნათ თანამედროვე ცოდნის დონითა და ტექნოლოგიური განვითარებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა

„ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობით, შევქმნათ თანამედროვე ცოდნის დონითა და ტექნოლოგიური განვითარებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა და ამ პროცესში თქვენ, სტუდენტებს, მომავალ თაობას უმნიშვნელოვანესი როლი გეკისრებათ", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 მისი თქმით, ქვეყნის წინსვლა, მოქალაქეთა კეთილდღეობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობა, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, უპირველესად ცოდნას უნდა დაეფუძნოს.

 „ახალგაზრდობის ინტელექტის, უნარებისა და შესაძლებლობების სრულად გამოყენება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევის უმთავრესი წინაპირობაა. მით უფრო, თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ცოდნისა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე გვაყენებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 მისი განცხადებით, განთლებისა და მეცნიერების სფეროთა მუდმივი სრულყოფა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics