20:54 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 10:26:29, 1491 ნახვა

ეკონომიკა
მერსი ტემბონი: საქართველოს მთავრობა ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით ადამიანებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციონ

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა თანადაფინანსების 100,000 - ლარიანი გრანტების პროგრამას მესამე ეტაპის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კონკურსი  მესამედ გამოცხადდა. პროგრამას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" (GENIE) მხარდაჭერით.

 „კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებს ბრწყინვალე იდეები და ხედვა აქვთ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყანაში არსებული პრობლემები. მოხარული ვარ, რომ შევძელით ამ პროგრამის განხორციელება, ვინაიდან სამი წლის წინ, როდესაც ეს პროგრამა დავიწყეთ, არავინ იცოდა, თუკი ამდენად წარმატებული იქნებოდა. საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით, ადამიანებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები ქვეყნის საკეთილდღეოდ," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

 მერსი ტემბონის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ასევე უზრუნველყოფს შესაბამის მენტორობას, სწავლებას და სხვ. ასე რომ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდა ქართველი მეწარმეებისთვის. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ უახლოეს რამდენიმე წელში ის საქართველო, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, სრულიად შეიცვლება უკეთესობისკენ," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics