20:54 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 13:12:39, 1166 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი დაზღვევა“ დასეტყვილი მანქანების მფლობელებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს

თიბისი დაზღვევაში 28 მაისს სეტყვისგან დაზიანებული ავტომობილების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შეფასების პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ზარალის ანაზღაურების დეპარტამენტი ოპერატიულად ჩაერთო პროცესში, რაც ითვალისწინებს ავტომობილის დაზიანების ხარისხის შეფასებას და ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენას.  მომხმარებლის სურვილის მიხედვით დაზიანებული ავტომობილები შეკეთდება სერვის ცენტრებში ან თვითონ მომხმარებელის მიერ „თიბისი დაზღვევის“ მიერ ანგარიშზე ჩარიცხული თანხით. 

„თიბისი დაზღვევას” სტიქიით მიყენებული ზიანის შეფასების და ანაზღაურების დიდი გამოცდილება დაუგროვდა, მათ შორის სეტყვისაგან დაზიანებული ავტომობილების შეკეთების ნაწილში. ჩვენთან ბოლო 2 წლის განმავლობაში სეტყვისაგან დაზიანებული ავტომობილების რაოდენობა უკვე 1,000 აღემატება. ზოგადად, ამ პერიოდში სეტყვა დედაქალაქშიც და რეგიონებშიც ხშირია. ასეთ დროს ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ მომხმარებელთან სწრაფი და დროული უკუკავშირი მოახდინოს. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, მომხმარებელი იყოს ინფორმირებული და დარწმუნდეს, რომ სეტყვისაგან მიყენებულ ზიანს კომპანია სრულად, მაქსიმალურად მისაღები ფორმით და დროულად აანაზღაურებს.

ასეთი გამოწვევები ადასტურებს, რამდენად ეფექტურად მუშაობს დაზღვევა ზოგადად. დარწმუნებული ვართ, „თიბისი დაზღვევა“ ამჯერადაც წარმატებულად გაართმევს თავს სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ავაცილებთ მოსახლეობას მოულოდნელი სურპრიზისგან მიყენებულ ზარალს,” - განაცხადა თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით კიღურაძემ.

ზარალის დარეგულირების და თანხობრივი ანაზღაურების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics