20:40 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 16:34:19, 1232 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურში აღნიშნავს

დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რაჭაში აღნიშნავს - 26 მაისს ამბროლაურში ეკონომიკის სამინისტროს არაერთი ღონისძიება აქვს დაგეგმილი.

 ამბროლაურის ცენტრში დამთვალიერებლებისთვის 10-მდე პავილიონი იმუშავებს, მათ შორის: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იქნება ინოვაციური შემეცნებითი კუთხე, ბავშვებისა და მოზარდებისთვის გაიმართება სხვადასხვა სახის და შინაარსის მასტერკლასები და ვორქშოფები, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაიცნონ ქართველი სტარტაპერები და მათი პროდუქცია. ამასთან, დღის განმავლობაში გაიმართება ლექცია/სემინარები სხვადასხვა თემაზე, წარმოდგენილი იქნება ვირტუალური ლაბორატორია და ა.შ.

 26 მაისს ამბროლაურში მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს რამდენიმე თემატური გამოფენა, მათ შორის „გააზიარე ცოდნა" - ქართველის გამომგონებლების შესახებ.

 ეკონომიკის სამინისტრო  26 მაისს ამბროლაურში ადგილობრივი მეწარმეებისთვის გამოფენა/გაყიდვასაც მოაწყობს - მათ საშუალება ექნებათ, 12:00-20:00 საათებში მომხმარებელს საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ.

 ასევე მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს საბავშვო ქალაქი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ბავშვებისთვის გაიმართება მხიარული შეჯიბრებები, მათთვის ასევე დაგეგმილია შემეცნებითი გასართობი პროგრამა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics