|
2019-05-22 15:02:12, 1265 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე „ლუფთანზას“ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
„მოხარული ვარ, რომ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა „ლუფთანზას" ვიცე-პრეზიდენტთან, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და არსებული საქმიანობის გაზრდის პერსპექტივები. დავსახეთ კონკრეტული გეგმები, რომლებიც ძალიან მალე, კარგად აისახება და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ტურისტული ნაკადებისთვის და იმ სტრატეგიისთვის, რაც საქართველოს მთავრობას აქვს არჩეული და მიზანმიმართულად ავითარებს მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ ავიაკომპანია „ლუფთანზას" ვიცე-პრეზიდენტთან, შტეფან კრუცპეინტნერთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამ უდიდეს კომპანიასთან თანამშრომლობა ჩვენი ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესია. „ლუფთანზა" 14 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს, არის ერთ-ერთი ლიდერი, გადამყვანი საავიაციო კომპანია. ჩვენთვის სტრატეგიული და ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით გაზრდილ როგორც ტურისტულ, ასევე ბიზნესნაკადებს, რომელთა უმეტესობას სწორედ კომპანია „ლუფთანზა" ემსახურება“, - აღნიშნა ალავიძემ. „ლუფთანზას" ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან კარგი შეხვედრა შედგა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, სადაც ნათლად იყო წარმოდგენილი ბაზრის თავისებურებები და ის სეგმენტები, რომელიც კომპანიისთვის შეიძლება საინტერესო იყოს როგორც ბიზნესის, ისე ტურიზმის განვითარებისთვის. „საქართველოში ჩემს ვიზიტს სამი მიზანი აქვს: ეს არის სტრატეგიის დასახვა, ასევე გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან შეხვედრების გზით მიღწევების უკეთ გაცნობა და მესამე - პოტენციური სავაჭრო პარტნიორების გაცნობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა შტეფან კრუცპეინტნერმა.
(NS)
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)