20:40 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 17:52:17, 1272 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ევროკავშირი მზადაა გამოგვიყოს დაფინანსება, რომელიც ადგილობრივი ლაბორატორიების განვითარებას მოხმარდება

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ევროკავშირის ყველა დახმარება, რათა მოვამზადოთ ჩვენი ბიზნესები, რომ ისინი კონკურენტულები გახდნენ ევროპის ბაზარზე" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირი - DCFTA ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალის შეფასებისას, რომელიც 21 მაისს უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა. მინისტერიალის ჩატარების ინიციატივა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს სესილია მალმსტრომს ეკუთვნოდა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ხარისხის თანამედროვე ინფრასტრუქტურის დანერგვასა და საქართველოში ადგილობრივი ლაბორატორიების განვითარებაზე. „ევროკავშირი მზადაა, დაგვეხმაროს და გამოგვიყოს ფინანსური დახმარება. ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენი ადგილობრივი ლაბორატორიებისთვის, რათა ხარისხთან დაკავშირებული ტესტები ადგილზე შემოწმდეს და მათი უცხოეთში გადაგზავნის საჭიროება აღარ იყოს. ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება ჩვენი ბიზნესებისთვის, რათა შემდეგ გაიზარდოს ექსპორტი და გაიზარდოს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი“,  - განაცხადა ნათია თურნავამ.

ევროკავშირი - DCFTA ქვეყნების რიგით მესამე არაფორმალურ მინისტერიალი 2020 წელს საქართველოში გაიმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics