20:33 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 15:30:24, 1393 ნახვა

ეკონომიკა
კორეასა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენები დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააკმაყოფილა კორეის რესპუბლიკის ავიაკომპანია Korean Air-ის განაცხადი სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის შესრულების თაობაზე.

კორეული ავიაკომპანია „Korean Air" სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე განახორციელებს. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 30 მაისს, 13 ივნისს, 27 ივნისსა და 11 ივლისს, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ჩარტერული რეისები საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას მოემსახურება.

 „Korean Air" კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც „SkyTeam"-ის ალიანსის წევრია და 44 ქვეყნის 124 მიმართულებით ოპერირებს. „Korean Air"-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩარტერული ოპერირება 2018 წელს დაიწყო. შარშან ავიაკომპანიამ სეული-თბილისი-სეულის საჰაერო ხაზზე ორი ჩარტერული ფრენა განახორციელა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics