20:33 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-14 13:54:22, 1622 ნახვა

ეკონომიკა
„ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

„ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერმა ქეთი ჩოგოვაძემ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და „ვენდის“ მსოფლიო ქსელის 200 გამორჩეულ მენეჯერთა შორის აღმოჩნდა, ვისი ყოველღიური საზრუნავიც მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტული გარემოს შექმნა და უმაღლესი ხარისხის, უგემრიელესი მენიუს მომსახურების ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით შეთავაზებაა.  ქეთი ჩოგოვაძე „ვენდის“ საერთაშორისო ქსელის იმ მენეჯერებთან ერთად დააჯილდოვეს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით „ვენდის“ რესტორნების  მართვის სტანდარტების დახვეწვასა და თანამშრომლების მოტივირებასა და განვითარებაზე ზრუნვის მეთოდების სრულყოფაში.

„ვენდის“ რესტორნების წამყვანი მენეჯერების დაჯილდვება ამერიკის შტატ ოჰაიოში, ქალაქ დუბლინში გაიმართულ კონფერენციაზე მოხდა. „ვენდის“ გლობალური ქსელის 6700-ზე მეტი რესტორნის მენეჯერიდან მხოლოდ 200 შეირჩა საერთაშორისო კომიტეტის მიერ, რომელთაც წამყვანი მენეჯერები მომხმარებლის კმაყოფილების კვლევისა და რესტორანში მათი ნაკადის ზრდის ტენდენციის საფუძველზე გამოავლინეს. დაჯიდოვებული მენეჯერებიდან 175 ა.შ,შ-დან, 15 კანადიდან და 10 სხვა ქვეყნიდან აღმოჩნდა.

„ვენდის“ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოვლენილი წამყვანი მენეჯერები „ვენდის“ რესტორნების მმართველი გუნდის მხოლოდ 3%-ს წარმოადგენს. ქეთი ჩოგოვაძე „ვენდის“ თბილისი მოლის რესტორანს მართავს.

„გაწეული შრომის საერთაშორისო დონეზე აღიარება, მოტივაციას  გვაძლევს, რომ მეტი ძალისხმევა გავიღოთ და კიდევ უფრო დავხვეწოთ მომხმარებლის მომსახურება, რაც საბოლოო ჯამში მათი კმაყოფილებისა და ნაკადის ზრდაზე აისახება. მეამაყება, რომ  საშუალება მომეცემა წარმოვჩენილიყავი „ვენდის“ მსოფლიოს ტოპ მემეჯერებთან ერთად და ამეღნიშნა საქართველოს „ვენდის“ რესტორნის წარმატება“, აცხადებს ქეთი ჩოგოვაძე,

“ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერის საერთაშორისო აღიარება საამაყოა „ვისოლ ჯგუფისათვის”, რომელმაც ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში  2013 წელს დაიწყო და დღესდღეობით „ვენდი“ საქართველოში 10 რესტორნითაა წარმოდგენილი „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში კი უკვე 2 წელია ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ პროდუქციის იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს საქართველოში დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის საქონლისა და ფრინველის ხორცს, ბურგერის პურსა და სხვა სთავაზობს.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics