|
2019-04-12 12:26:44, 1970 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ენერგორესურსებით მომხმარებლის უზრუნველყოფა და თავისუფლად ვაჭრობა რეგიონში უნდა შეგვეძლოს
„უნდა შეგვეძლოს საკუთარი რესურსებით ჩვენი მომხმარებლის უზრუნველყოფა და გვქონდეს საშუალება, თავისუფლად ვივაჭროთ რეგიონში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ სასტუმრო „შერატონში" კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ღონისძიებაზე ნათია თურნავამ ვრცელი მოხსენება გააკეთა და ისაუბრა იმ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც აქტუალურია საქართველოში ენერგეტიკულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის ენერგეტიკის განვითარების პროგრამის დახმარებით ვმსჯელობთ ძალიან აქტუალურ თემაზე - ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამ თვალსაზრისით გვაქვს ტრადიციული და ახალი გამოწვევები, რასაც ვუმკლავდებით. ტრადიციული გამოწვევები დაკავშირებულია რეგიონალურ გამოწვევებთან, გეოპოლიტიკასთან, ხოლო რაც შეეხება ახალ გამოწვევებს, ეს არის მზარდი მოთხოვნის პირობებში საკუთარი რესურსით ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარების უზრუნველყოფა იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ჰიდროელექტროსადგურების განვითარების მიმართ" - აღნიშნა თურნავამ. მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სტრატეგია მაქსიმალურად აწყობილია ორ პრიორიტეტზე - ეს არის ბაზრის მეტი გახსნილობა, რეგიონში, ინტეგრაცია და ვაჭრობის და ტრანზიტის მეტი შესაძლებლობა, იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი კვლავაც კეთდება საკუთარი რესურსების განვითარებაზე, მათ შორის არის წყლის, ქარისა თუ მზის რესურსები. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ორი ასპექტი ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი რესურსებით მომხმარებლის უზრუნველყოფა და გვქონდეს საშუალება თავისუფლად ვივაჭროთ რეგიონში" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ კონფერენცია სახელწოდებით „კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოება, ენერგეტიკული ბაზრის გახსნის პირობებში" USAID ენერგეტიკის პროგრამის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ნათია თურნავასთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ. ა. ვიებლერმა და რუმინეთის ელჩმა საქართველოში რადუ ჰორუმბამ. კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წევრებს და მაღალი დონის გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორის შეთანხმების მიღწევაში და მტკიცებულებებით გამყარებული, სრულფასოვანი ანალიზის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში.
(NS)
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
ლელომ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების გეგმა
ადვოკატი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)