|
2019-04-08 18:39:42, 2029 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
2019 წლის 9-17 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში (WB/IMF Spring Meetings). ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. კერძოდ, გაიმართება შეხვედრები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან. გარდა ამისა, ივანე მაჭავარიანი შეხვდება ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებს. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაესწრება მსოფლიო ბანკის ხაზინის, ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების სფეროში „გლობალური პრაქტიკის" მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდას თემაზე: კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფინანსური ტექნოლოგიები: „შესაძლებლობები და პრობლემები." ასევე, მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, რომელიც ეძღვნება მსოფლიო ბანკის გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ". შეხვედრების ფარგლებში საუბარი გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე, ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.
(NS)
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
ლელომ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების გეგმა
ადვოკატი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)