19:36 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 11:09:05, 1813 ნახვა

ეკონომიკა
ყოველ ხუთშაბათს „ნიკორა სუპერმარკეტი“ „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებს უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს

დღეიდან, ყოველ ხუთშაბათს,  „ნიკორა სუპერმარკეტი" ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს,  ყველაზე მოთხოვნად  პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. აქცია ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ნიკორა სუპერმარკეტის" და „ლიბერთის" ერთობლივი პროექტი სექტემბრის თვიდან დაიწყო ჩვენს ქსელში.  ამ პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ასობით დასახელების, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე სპეციალური ფასები შემუშავდა, რაც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად დაბალია.

პროექტის მიმართ ინტერესი და კმაყოფილება სოციალური ბარათის მფლობელებისგან იმდენად მაღალია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება მათთვის ყველაზე სასურველ 4 დასახელების პროდუქტზე,  ყოველ ხუთშაბათს, შევთავაზოთ უპრეცედენტოდ დაბალი ფასი. ვურჩევთ ყველას, ვინც სოციალური ბარათით სარგებლობს, არ გამოტოვოს ეს დღე და ყოველ ხუთშაბათს ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებით“,- განაცხადა ,,ნიკორა სუპერმარკეტის"  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა კოშაძემ.

მომხმარებელზე ზრუნვა, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის პრიორიტეტს წარმოადგენს.  2018 წლის სექტემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები,  მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები   "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე, ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ყოველდღიურად სარგებლობენ.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
ლელომ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების გეგმა
ადვოკატი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics