|
2019-03-28 17:17:16, 1670 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს საგარეო ვალის ოდენობა ცნობილია
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 17.8 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 47.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მშპ-ს 109.6 პროცენტია. 2018 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 533.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 616.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო - 7.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 65.7 და 25.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი (19.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.8 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალი 5.4 მლრდ აშშ დოლარია (14.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.2 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 369.2 მლნ აშშ დოლარი (988.2 მლნ ლარი; მშპ-ს 2.3 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 790.6 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი) და 874.0 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.4 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.3 მლრდ აშშ დოლარი (11.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.3 მლრდ აშშ დოლარი (14.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.4 მლრდ აშშ დოლარი (6.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 10.4 მლრდ აშშ დოლარი (27.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2018 წლის მშპ-ს 64.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.1 მლრდ აშშ დოლარია (11.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 25.3 პროცენტია. 2018 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 40.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 41.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო, ვალი 1.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2018 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 369.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 200.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
ლელომ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების გეგმა
ადვოკატი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)