|
2019-03-16 12:02:21, 1682 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული ღვინის კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა
მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში პროექტის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ მეორე გამოფენა გაიხსნა, რომელიც 7 მაისამდე გაგრძელდება. ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიციის გახსნამდე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იაპონელ ჟურნალისტებს ქართული ღვინის კულტურის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და პოპულარიზაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას. პროექტი პირველად 2017 წელს, საფრანგეთში, ღვინის მსოფლიო დედაქალაქში, ბორდოში გაიმართა და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ „საქართველო ღვინის სამშობლოდ“ აღიარა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა თვისებებით გამოირჩევა ქართული ღვინო, მინისტრმა ქართული ღვინის დაყენების განსაკუთრებულ მეთოდზე და განსხვავებული ყურძნის ჯიშებით ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 500-ზე მეტი ქართული ადგილობრივი ყურძნის ჯიშია გავრცელებული საქართველოში, რომელიც აგრობიომრავალფეროვნებით ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა, რაც ქართული ღვინის წარმატების ფორმულაა. პრესკონფერენციას იაპონიის წამყვანი მედიასაშუალებები ესწრებოდნენ. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა იაპონელი ჟურნალისტები გამოფენის გახსნაზე მიიწვია. გამოფენის საზეიმო გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და საქართველოსა და იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით ხორციელდება. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ინტერაქციის დახმარებით იმოგზაურონ უძველესი ღვინის სამშობლოში, რის საშუალებასაც სწორედ „Warpqsuare“ ტექნოლოგია იძლევა. პროექტის ფარგლებში 7 მაისამდე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება.
(NS)
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
ლელომ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების გეგმა
ადვოკატი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)