|
2019-03-13 19:31:45, 1500 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: იაპონური ჰოლდინგი TEPCO საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა
„მსოფლიოში ცნობილ იაპონურ ჰოლდინგთან განვიხილეთ მოტივტივე მზის ელექტროსადგურების საქართველოში შექმნისა და განვითარების საკითხები, რაც, ვფიქრობთ, ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის იმ მიმართულებისთვის, რომელიც განახლებადი ენერგიების ათვისებას გულისხმობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია იქნება" - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ იაპონიაში, ელექტროენერგეტიკული ჰოლდინგის, TEPCO-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრთან ერთად ტოკიოში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში " ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ. გიორგი ქობულიამ ჰოლდინგის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ის უპირატესობები, რომელიც საქართველოს საინვესტიციო გარემოს გააჩნია სხვა ქვეყნებთან შედარებით. მისი თქმით, ლიბერალური, თავისუფალი ბიზნესგარემო ნაკლები ბიუროკრატიით, ბიზნესის კეთების სიმარტივე და სწორი ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს იმისთვის, რომ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიც TEPCO-ა, საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდნენ. „მოხარული ვარ, რომ თქვენი კომპანია საქართველოს განიხილავს, როგორც ქვეყანას პოტენციური თანამშრომლობისთვის და სწავლობთ მის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს. ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი ენერგოსესურსები, რომელსაც გააჩნია დიდი საინვესტიციო პოტენციალი. დღეს საქართველოში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს როგორც ჰიდრორესურსების ათვისება, ასევე მუშაობა განახლებადი ენერგიების - ქარისა და მზის ელექტროსადგურების შექმნა-განვითარებისთვის " - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრის თქმით, 2019 წელს იწყება 300 მეგავატის ხუთი ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად შედგება ტენდერი მზის 30-დან 50-მდე მეგავატი სიმძლავრის პირველი ელექტროსადგურის ასაშენებლად. „იქიდან გამომდინარე, რომ იაპონია არის მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა მოტივტივე მზის ელექტროსადგურების წარმოებასა და შექმნაში, მოხარულები ვიქნებით, თუ ამ მიმართულებით ერთმანეთთან ვითანამშრომლებთ და შემდეგ სამუშაოს შეხვედრას უკვე საქართველოში გავმართავთ" - განაცხადა გიორგი ქობულიამ ჰოლდინგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. თავის მხრივ, იაპონურმა კომპანიამ უახლოეს ხანებში საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა. TEPCO მსოფლიოში უმსხვილესი, იაპონური ელექტრონერგეტიკული ჰოლდინგია, რომელსაც აქვს ასევე ფილიალები ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ლონდონში. ეს არის მსოფლიოში ცნობილი, ერთ-ერთი სტრატეგიული კონსორციუმი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ენერგეტიკულ კვლევებთან და ინოვაციებთან, მათ შორის მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება-განვითარებასთან.
(NS)
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
ლელომ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების გეგმა
ადვოკატი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)