|
2019-03-04 11:38:25, 1665 ნახვა
ეკონომიკა
თებერვალში ყველაზე მეტად თამბაქო და ალკოჰოლური სასმელი გაძვირდა
2019 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.3 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით, რაც 0.47 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (13.0 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.6 პროცენტიანი კლება, რაც -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმლის (-4.6 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-4.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით, რაც 1.06 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (32.7 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (12.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.3 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-23.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.4 პროცენტი);ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.8 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4.1 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.0 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2 პროცენტი).
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
ლელომ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების გეგმა
ადვოკატი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)