|
2019-02-21 10:56:32, 1554 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეშვეობით მიიღებს
საქართველო მხარს უჭერს სამხრეთის გაზის კორიდორის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი აღნიშნული კორიდორის მეშვეობით მიიღებს. პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის და ამავე დროს, მას საგრძნობი მატერიალური სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. 2022 წლისთვის აღნიშნული მილსადენით ჩვენ დღევანდელზე დაახლოებით ორჯერ მეტი ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა გვექნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ 20 თებერვალს ბაქოში გამართულ „სამხრეთის გაზის კორიდორის" მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი არის რეგიონის სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ერთობის გამოვლინება საერთო სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, რომელიც კასპიის ნახშირწყალბადების მდიდარი მარაგების ევროპის ბაზრამდე მიტანას ემსახურება, მრჩეველთა საბჭოს სხდომა ოფიციალურად გახსნეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისარმა საბიუჯეტო და ადამიანის რესურსების საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა, რომელიც ამავე დროს „სამხრეთის გაზის კორიდორის" მრჩეველთა საბჭოს მოქმედი თანათავმჯდომარეა. პლენარულ სესიასა და დისკუსიაზე გამოსვლისას, რომელიც „სამხრეთის გაზის კორიდორის" მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხებოდა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ნაზი გაუსვა კორიდორის მნიშვნელობას არა მხოლოდ ევროპის ბაზრისთვის ბუნებრივი აირის ალტერნატიული გზით მიწოდების, არამედ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შახ-დენიზის მეორე ფაზის დასრულება, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება გაზის მიწოდება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებზეც TANAP - ის (ტრანსანატოლიური) და TAP - ის (ტრანსადრიატიკული) გაზსადენები გადის. აღსანიშნავია, რომ ევროპამ აღნიშნული მარშრუტით პირველი გაზის 2020 წლისთვის უნდა მიიღოს. აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ორმხრივი შეხვედრა „ბიპის" რეგიონალურ პრეზიდენტ გარი ჯონსთან, ასევე მსხვილი აზერბაიჯანული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.
(NS)
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
ლელომ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების გეგმა
ადვოკატი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)