|
2019-02-19 11:20:10, 1531 ნახვა
ეკონომიკა
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 250 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 250 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე, როგორიცაა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობა/რებილიტაცია. „დღეს ხელი ეწერება მნიშვნელოვან ხელშეკრულებას. გაფორმდება შეთანხმება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის სესხის სახით 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ უფრო აქტიურად განვავითაროთ ჩვენთვის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ ვაფასებთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობას. მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ევროპის საინვესტიციო ბანკი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური პარტნიორი საქართველოსთვის და მასთან ჩვენ გამორჩეული ურთიერთობის ისტორია გვაკავშირებს. ევროკავშირის ფინანსურმა მხარდაჭერამ, სწორედ ევროპის საინვესტიციო ბანკის გავლით, უკვე მნიშნველოვანი როლი შეასრულა ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს საგზაო დერეფნის განვითარების თვალსაზრისით ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციები. ასევე, მსურს აღვნიშნო ბანკის ფინანსური წვლილი სატრანსპორტო კომუნიკაციის, საგზაო და მათ შორის წყლის ინსფრასტრუქტურის განვითარების საქმეში. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე, როგორიცაა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობა/რებილიტაცია. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული მაგისტრალები საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო ხერხემლის მნიშვნელოვან მონაკვეთებს წარმოადგენს და ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპის საინვესტიციო ბანკის გადაწყვეტილებას, გაზარდოს ოპერაციების მოცულობა კერძო სექსტორში და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას. აქვე, მე დღევნდელ შეხვედრაზე ვთხოვე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს, რომ ჩვენ გვქონდეს მეტი წვდომა ე.წ. ინოვაციური პროგრამების და პროექტების დასაფინანსებლად. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობისთვის განათლების სექტორის რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და შესაბამისად, მასთან ასოცირებული პროექტების განვითარება ტრადიციული ინფრსტრუქტურის განვითარებასთან ერთად, არის ჩვენი პრიორიტეტი და დაწმუნებული ვარ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ რომ მეტი ევროპული კომპანია მოვიზიდოთ ამ მიმართულებით. ამასთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ფინანსური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც დაგვეხმარება, გავზარდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში. იმედი გვაქვს, ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას, რომელთა მიზანია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, იკლუზიური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და რაც ყველაზე მთავარია - სიღარიბის დაძლევა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
ლელომ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების გეგმა
ადვოკატი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)