|
2019-02-15 14:33:07, 1408 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიზნესფორუმი გახსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ქუთაისში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიზნესფორუმის მუშაობაში, რომელსაც მინისტრთან ერთად საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ესწრებოდნენ. ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით იმერეთის განახლებულ რეგიონულ ოფისში ჩატარდა, დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 200-მდე მეწარმე მონაწილეობდა. მათ საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ეკონომიკის მინისტრის ხედვები ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, DCFTA-ის მიმდინარეობის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივების შესახებ. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ვრცლად ისაუბრა ექსპორტის წახალისების, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისა და პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამაზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში არსებული პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე განხორციელდება. „ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება არის ის, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი კვალიფიციური მუშახელი. ეს არ ეხება უმაღლეს განათლებას - ვსაუბრობთ საბაზისო პროფესიების ათვისებაზე. იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ მუშაობა, უნდა დავეხმაროთ, მოძებნონ შესაფერისი სამუშაო და მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ტექნიკური და პროფესიული განათლება" - აღნიშნა მინისტრმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას როგორც გიორგი ქობულიამ განმარტა, პრაქტიკულად უკვე შესრულების ფაზაშია ძალიან დიდი პროგრამა, სადაც სახელმწიფო უფასოდ გადაამზადებს პროფესიულ კადრებს. „ასეთი საგანმანათლებლო კურსები და ტრენინგები დიდი რაოდენობით ჩატარდება საქართველოს რეგიონებში, მათ შორის იმერეთშიც და მოგიწოდებთ ყველას, მაქსიმალურად გაავრცელოთ ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ. ჩვენ გვსურს, რომ ხალხი მოვიზიდოთ, მივცეთ მათ პროფესიული განათლება და დავეხმაროთ სამუშაოს მოძიებაში. იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს და შევქმნათ სამუშაო ადგილები, გვჭირდება კვალიფიციური მუშახელი და მთავრობას გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ შექმნათ ეს კვალიფიკაცია ჩვენს ქვეყანაში" - განუცხადა მეწარმეებს გორგი ქობულიამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფორუმის თანაორგანიზატორებს - ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტს „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში" და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიას.
(NS)
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
ლელომ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების გეგმა
ადვოკატი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)