|
2019-01-22 18:46:06, 2268 ნახვა
ეკონომიკა
Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა
საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანიიის აღმასრულებელი დირექტორის კარლ ჰაგმანის შეხვედრისას აღინიშნა. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს საზღვაო პოტენციალს და აღინიშნა, რომ მის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოში საბორნე გადაზიდვების ორგანიზებით ევროპასა და აზიაში უმსხვილესი ოპერატორი კომპანიის დაინტერესება. Stena Rederi-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოს საზღვაოო გადაზიდვების სფეროში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რასაც ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობაც უწყობს ხელს. "მიმაჩნია, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია იმისა, რომ განვითარდეს შავი ზღვის რეგიონში. მე გახლავართ საზღვაო გადაზიდვების სფეროში მოქმედი კომპანიის წარმომადგენელი და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან ვიხილავდით შავ ზღვაზე სატრანსპორტო ქსელების განვითარების შესაძლებლობას, გეოგრაფიულად საქართველოს შესანიშნავი პოზიცია აქვს და მიმაჩნია, რომ ქვეყანას ბრწყინვალე მთავრობა ჰყავს", - განაცხადა კარლ ჰაგმანმა მამუკა ბახტაძესთან დავოსში გამართული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მონაწილეობდა. Stena Rederi საერთაშორისო მასშტაბით საზღვაო გადაზიდვების, მძიმე მრწველობისა და გადამამუშავებელი საწარმოების სფეროში საქმიანობს. კომპანიას, რომლის წლიური შემოსავალი თითქმის 1,5 მილიარდი აშშ დოლარია, 160 ათასი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
ლელომ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების გეგმა
ადვოკატი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს
გულბაათ რცხილაძე დაკავებას რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნას უკავშირებს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)