16:54 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 18:08:34, 1922 ნახვა

ეკონომიკა
„გალტ ენდ თაგარტი“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკას მოაწყობს

„გალტ ენდ თაგარტის“ ფინანსური მხარდაჭერით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის ერთადერთ სკოლაში მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა მოეწყობა. მთის საერთაშორისო დღის  ფარგლებში კი  „გალტ ენდ თაგარტმა“ სოფელ ყანობის პედაგოგი და მოსწავლეები დაასაჩუქრა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის პედაგოგს, რომელიც ყაზბეგის რაიონში მცხოვრებ 8 ბავშვს ასწავლის და ამასათანავე, უძღვება სკოლას, მთის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო გადაეცა. „გალტ ენდ თაგარტის“ ფინანსური მხარდაჭერით, სპეციალურად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის მოსწავლეებისა და პედაგოგისთვის, მოეწყო ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტური თბილისში. მოსწავლებს  სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.

„მოხარულები ვართ, რომ როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა მთის საერთაშორისო დღის აღვნიშვნაში.  ასევე, გვსურდა მადლობა გვეთქვა იმ პედაგოგისთვის, რომელიც არ ტოვებს სოფელ ყანობს  და ზრუნავს მომავალი თაობის აღზრდაზე. გვინდოდა დასამახსოვრებელი გაგვეხადა მოსწავლეებისთვის ეს დღე და გაგვეკეთებინა მათთვის საჩუქარი. გადავწყვიტეთ, მოსწავლეებისთვის სკოლაში კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა მოვაწყოთ, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

ინფორმაციისთვის: მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ 2002 წელი გამოცხადებულიყო, როგორც მთის საერთაშორისო წელი. ამავე წელს, შემუშავდა გაეროს რეზოლუცია, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მისი აღნიშვნისაკენ, რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა. მთის საერთაშორისო დღის ერთ-ერთი მიზანია სხვადასხვა ინსტიტუტების,  სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
აშშ-მ შიო III-სთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics