16:01 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 14:49:29, 1836 ნახვა

ეკონომიკა
„ქართული ლუდის კომპანია“ პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში, 2019 წლიდან დაიწყებს

„ზედაზენისათვის“ ჩინეთის ბაზრის კარი გაიღო. სს „ქართული ლუდის კომპანია“ პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში 2019 წლიდან შეუდგება.

ბიზნეს შეთანხმება უკვე გაფორმებულია. მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო დეტალების შეთანხმება ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ China International Import Expo-ზე (CIIE) მოხდა, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ქართული 52 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულება დაიდო და ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს.
CIIE-ს მიმდინარეობისას სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწე კომპანიებთან რამდენიმე მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც 2019 წელს კომპანიები რამდენიმე მილიონ ბოთლ ლუდს შეისყიდიან.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ შანხაიში 5-10 ნოემბერს გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო იმპორტის გამოფენას ქართული კომპანიებისათვის წარმატებულად აფასებს.  სააგენტოს მონაცემებით, ჩინურ მხარესთან დღეის მდგომარეობით უკვე გაფორმებულია 20 მლნ დოლარის ხელშეკრულებები.

 

(R)

.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
აშშ-მ შიო III-სთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics