15:47 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 18:47:13, 2045 ნახვა

ეკონომიკა
მინისტრი: ჩვენი მიზანია ადამიანური კაპიტალის რეიტინგში გავაუმჯობესოთ ჩვენი პოზიცია

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის, აუცილებელია მეტი ინვესტიციები განვახორციელოთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაში.

„როგორც იცით, მიმდინარე წელს, მსოფლიო ბანკმა ახალი რეიტინგის - ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევა დაიწყო. აღნიშნული ინდექსი, ძირითადად, ჯანდავისა და განათლების კომპონენტებს მოიცავს, თუმცა ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიას, სურსათის უვნებლობას ცხოვრების ჯანსაღ წესს და სხვა კომპონენტებსაც. კვლევის მიხედვით, საქართველო 61-ე ადგილზეა 157 ქვეყანას შორის. თუ შევადარებთ ჩვენს შედეგებს სხვადასხვა ჯგუფის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს, დავინახავთ, რომ მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფს ჩამოვრჩებით, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ არის ის შედეგი, რისი მიღწევაც გვინდა და ჩვენი მიზანია, მომდევნო 5 წელიწადში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ჩვენი პოზიცია ამ რეიტინგში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა 5-წლიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაზე, რომლის შესრულებამ მნიშვნელოვნად უნდა გაგვიუმჯობესოს პოზიციები აღნიშნულ ინდექსში, რაც თავისთავად ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების შედეგი იქნება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
აშშ-მ შიო III-სთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics