|
2018-11-06 10:00:08, 1655 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - ქართულმა კომპანიებმა შანხაის იმპორტის გამოფენის მიმართ უპრეცედენტო ინტერესი გამოხატეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა და მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ფორუმსა და გამოფენაში, ვიზიტის შედეგები შეაფასა. მისი განცხადებით, ჩინეთმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - გაეხსნა საკუთარი ბაზარი და ეკონომიკა იმპორტიორებისთვის, რაც საქართველოს კომპანიებისთვის უდიდეს შესაძლებლობებს შექმნის. გიორგი ქობულიას შეფასებით, მათ ამ შესაძლებლობის მცირე ნაწილიც რომ გამოიყენონ, საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება. „ჩვენ დღეს ვხედავთ უპრეცედენტო ინტერესს ქართული კომპანიების მხრიდან ჩინეთის იმპორტის ფორუმისა და გამოფენის მიმართ. ჩინეთში ჩამოსულია 50-ზე მეტი კომპანია”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი ქობულია გამოეხმაურა ჩინეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც საქართველოში ქურთუკების მწარმოებელი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. მისი თქმით, ასევე დიდია დაინტერესება ჩინეთში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ღვინის, თხილისა და ხილის წვენების მიმართ. გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობის დაწყების სურვილი ასევე გამოთქვა მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა საბანკო ჯგუფმა „Bank of China Group", რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. ჩინეთში, შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ასევე დაათვალიერა ქართული პავილიონი და ქართული კომპანიების საგამოფენო სივრცე, სადაც ქართულ კომპანიებთან ერთად წარმოდგენილია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის სტენდები, რომლებიც დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებთან ერთად, ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებს აცნობს. ქართულ პავილიონში თავიანთი პროდუქცია ასევე წარმოდგენილი აქვთ დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, ე.წ სტარტაპერებს.
(NS)
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
აშშ-მ შიო III-სთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)