14:37 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 13:40:13, 2706 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისში დაწყებულ გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის მონაწილეებს, რომელთა შორისაც არიან ქუვეითის პრინცესა, შეიხა ჰესსა საად ალ-აბდულა ალ-საბაჰი და ნიგერიის დედოფალი, მისი აღმატებულება ზაინაბ ოტიტი ობანორი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ვითარებაზე, მიმდინარე რეფორმებსა და განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ლიბერალურ საგადასახადო კანონმდებლობასა და ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, „მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოში უცხოელი ინვესტორების ოპერირებისათვის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი ტენდენცია ამის დასტურია. უცხოელ ინვესტორებს საქართველო სთავაზობს საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმზიდველ სექტორში. მათ შორის, სასტუმროების, უძრავი ქონების, წარმოების, ლოგისტიკის, IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით".

ფორუმის მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ეკონომიკური კანონმდებლობის, ბიზნესის მხარდა,ჭერი სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ და სხვა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
აშშ-მ შიო III-სთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics