14:28 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 15:04:27, 2748 ნახვა

ეკონომიკა
ვანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, მაიკლ ქაუგლის, სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე.

ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, საბაჟო და საგადასახადო სფეროში დაგეგმილი მასშტაბური რეფორმები და განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს, რაც შეიძლება მეტი ამერიკული და საერთაშორისო კომპანია დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას და გამოთქვა მზაობა, მხარეებმა გააგრძელონ აქტიური მუშაობა, რათა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
აშშ-მ შიო III-სთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics