|
2018-09-28 10:59:05, 2188 ნახვა
ეკონომიკა
ბრიტანელი ღვინის იმპორტიორი: ქარვისფერი ღვინის მიმართ ინტერესი ლონდონში მოდურად იქცა
საქართველოს ბრიტანელი ღვინის იმპორტიორების, ჟურნალისტებისა და ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Swirl Wine Group"-ის მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში ბრიტანელი პროფესიონალები იმერეთში, ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ შემდეგ კომპანიებს ეცნობიან: "ვარციხის მარანი", "მეღვინეობა ხარება", „გიორგი ნათენაძის მარანი", "იაგოს მეღვინეობა", "მეღვინეობა სთორი", „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა", „მათრობელა ვაინსი", „თელიანი ველი", „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS", „გიუაანი" და „მეღვინეობა ლუკასი". ისინი ესტუმრნენ ასევე მეთუნე ზაზა კბილაშვილს, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას კი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მეურნეობაში გაეცნენ. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, დენიელ ილსლის (Theatre of Wine) ინფორმაციით, ბრიტანელები ქართულ ღვინოებს დიდი ენთუზიაზმით აგემოვნებენ. „ეს ეხება ლონდონის საზოგადოების ორივე ნაწილს: ლონდონში მცხოვრებ ტრადიციების მოყვარულ ადამიანებს, რომლებიც სიამოვნებით მიირთმევენ ქინძმარაულს და ახალგაზრდა ბრიტანელებს, რომლებსაც იტაცებთ ახალი არომატებისა და გემოების აღმოჩენა. უნდა აღინიშნოს, რომ ქარვისფერი ღვინის მიმართ ინტერესი ლონდონში ამ დროისთვის მოდურად იქცა, ღვინის ბარებში, რესტორნებში, პრესამ და კარგმა პიარმა მომხმარებელს ინტერესი გაუჩინა მათ მიმართ. უნიკალური არომატები, ინდივიდუალური წარმოების ტექნიკა, ისტორიის მნიშვნელობა, ეს ის ფაქტორებია, რითაც ქართულმა ღვინომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ღვინის ბაზრის, ბრიტანეთის ყურადღება მიიპყრო", - აღნიშნა მან. ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრ სარა ებოტის მარკეტინგულ კომპანია „Swirl Wine Group"-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბრიტანელი პროფესიონალების წინაშე ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 53 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
(NS)
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
აშშ-მ შიო III-სთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)