14:28 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 12:35:22, 1940 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, მაჭავარიანმა მაღალი შეფასება მისცა ევროპის საინვესტიციო ბანკის მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მიმართულია ქვეყანაში საჯარო და კერძო სექტორის, მათ შორის, ინოვაციური ბიზნესის განვითარებისკენ.

უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს. კერძო სექტორში EIB-ის გამოყოფილი აქვს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება.

შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო კომუნიკაცია.  აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში დამატებით გეგმავს 250 მლნ ევროს გამოყოფას გზების მშენებლობის მხარდასაჭერად.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მთავრობისთვის, ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კაპიტალზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის რეფორმის განხორციელება და ამ კუთხით, EIB-ის მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება.

თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბანკის მზაობა, გააგრძელოს ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა, რომელთა მიზანია, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
აშშ-მ შიო III-სთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics