14:08 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-15 13:34:57, 3108 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთში საავიაციო ფორუმ „WORD ROUTES 2018“- ზე საქართველოს ქეთევან ალექსიძე წარადგენს

15-18 სექტემბერს, ჩინეთის ქალაქ გვანჯოუში ყოველწლიური ავიაფორუმი ’WORD ROUTES 2018“ რიგით 24-ე ყოველწლიურ საავიაციო ფორუმში მონაწილეობას მსოფლიოს 110 ქვეყნის 3 ათასზე მეტი დელეგატი მიიღებს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან 700 მეტი აეროპორტის, 300 ავიაკომპანიისა და 130 ქვეყნის ტურიზმის სფეროს ხელმძღვანელი პირები. საქართველოს ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს. ქართულ დელეგაციას ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე უხელმძღვანელებს. 

ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მსოფლიო საავიაციო ფორუმში უკვე მეშვიდე წელია მონაწილეობს. წელს, ‘’WORD ROUTES 2018“ წარსადგენად მნიშვნელოვანი პროექტები მიგვაქვს. საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით გვექნება პრეზენტაციები, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტებით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და ჩვენი პოტენციალი წარმოვაჩინოთ", - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

საავიაციო ფორუმზე წელს, პირველად მიიღებს მონაწილეობას ქართული ავიაკომპანია "MY WAY AIRLINES”. ოთხდღიან ფორუმზე გაიმართება პირისპირ შეხვედრები აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის, რათა საფუძველი ჩაეყაროს ახალ ავიამიმართულებებს. ასევე, განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე  აეროპორტების, ავიაკომპანიების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების  საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
აშშ-მ შიო III-სთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics