13:17 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-20 17:06:56, 1783 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ გენერალური პარტნიორობით, ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართა

„მთელი საქართველოს ბანკის“ გენერალური პარტნიორობით, კურორტ ბახმაროს პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ბახმაროსთვის დამახასიათებელი კულტურული თავისებურებების პოპულარიზაცია და კურორტის განვითარების ხელშეწყობა. ტრადიციულ დოღში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა. დოღის დაწყებამდე გაიმართა ცხენებით საზეიმო სვლა. გამარჯვებულებს კი დოღის დასრულების შემდეგ გადაეცათ ფულადი ჯილდო და სამახსოვრო საჩუქრები.

„ბახმაროს თასი 2018“ “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს“ წყალი მარგებლის“  ორგანიზებით გაიმართა.

ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება სწორედ ამ ტრადიციის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
აშშ-მ შიო III-სთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics