|
2018-08-17 19:28:24, 2123 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტამ“ ხაშურში განახლებული სერვის ცენტრი გახსნა
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტამ ხაშურში, რუსთაველის ქ. №1-ში განახლებული სერვის ცენტრი გახსნა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს სწრაფი, სანდო და მოქნილი საფოსტო მომსახურებით. გახსნის ცერემონიას საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი და ხაშურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე ესწრებოდნენ. სერვის ცენტრის განახლებაში კომპანიამ 100 000-მდე ლარის ინვესტიცია განახორციელა, სერვის ცენტრში დასაქმებულია 10 ადგილობრივი მოსახლე. „საქართველოს ფოსტა მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენ ყოველწლიურად ვმუშაობთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ვცდილობთ მრავალფეროვანი და მომხმარებელზე მორგებული გავხადოთ საფოსტო პროდუქტები. ჩვენი მიზანია პროფესიონალიზმით და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით შევქმნათ მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპებიდან გამომდინარე, დავიცვათ და ვუზრუნველყოთ თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ დროს და ამინდში, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს გზავნილის საიმედო და სწრაფ მიწოდებას“, - აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. მიმდინარე წელს საქართველოს ფოსტამ განახორციელა 3 სერვის ცენტრის განახლების პროექტი, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 5 სერვის ცენტრის განახლება. საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.
(R)
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
აშშ-მ შიო III-სთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)