13:17 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 15:48:16, 1957 ნახვა

ეკონომიკა
ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა.
ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათებს შორის. თანხის გადარიცხვის ტრადიციული გზების გარდა, შესაძლებელი გახდა თანხა მარტივად, პირდაპირ ბარათიდან გადაირიცხოს. ტრანზაქციისთვის საჭიროა, მხოლოდ გამგზავნის ბარათის 16 ციფრიანი ნომრის, მოქმედების ვადის და CVV2/CVC2 კოდის, ხოლო მიმღების შემთხვევაში ბარათის 16 ციფრიანი ნომრის შეყვანა.
ვითიბი ბანკის ბარათებზე თანხის ჩარიცხვა ხდება მომენტალურად, ხოლო სხვა ბანკების ბარათებზე ჩარიცხვის ვადა განისაზღვრება რამდენიმე წამიდან 30 წუთამდე ინტერვალით.
აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, ბანკის ვებ გვერდიდან https://cardtocard.vtb.ge/ ვითიბი ბანკის კლიენტები უახლოეს მომავალში თანხის გადარიცხვას შეძლებენ აგრეთვე ელექტრონული საფულის აპლიკაციიდან MobilePay.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
აშშ-მ შიო III-სთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics